ცნობილი როკ დედოფალი ტინა ტერნერი სცენაზე ბრუნდება . . .

ცნობილი როკ დედოფალი ტინა ტერნერი სცენაზე ბრუნდება! მომღერალმა 68 წლის ასაკში გადაწყვიტა აღადგინოს საკონცერტო მოღვაწეობა. როგორც ცნობილი გახდა, ამა(2008) წლის შემოდგომით მან დაგეგმა ტურნე ამერიკის 17 ქალაქში და კანადაში. პირველი კონცერტი, როგორცაა დაგეგმილი, უნდა გამართულიყო 1 ოქტომბერს "კარზას-სიტიში", 8 დეკემბერს 2008 წელს ტური დასრულდება მონრეალში გამოსვლით.
შეგახსენებთ, რომ პირველი გამოსვლა ტინა ტერნერისა, დიდი შუალედის შემდგომ, შედგა 2008 წელს გრემის პრემიის საზეიმოდ გადაცემის დროს. მომღერალი წასდგა ახალგაზრდა შემსრულებელ ბეიონსთან ერთად.ბიონსესთვის ტერნერი ერთგვარი შთაგონება იყო, ისევე როგორც დაიანა როსი. 'Simply the Best'-ის შემსრულებელი აღიარებს, რომ ბიონსე ნამდვილი აღმოჩენაა, მისი სოლო კარიერა უფრო წარმატებული აღმოჩნდა ვიდრე ჯგუფთან ერთად მოღვაწეობა, მომღერალში ერთდროულად არის შერწყმული პლასტიკა, ელეგანტურობა და შესანიშნავი ხმის ტემბრი-ასეთ შეფასებას აძლევს 26 წლის ბიონსეს 68 წლის ტინა ტერნერი. ტინამ ასევე კმაყოფილებით განაცხადა, რომ მისი თაყვანისმცემლები დარჩნენ ერთგულნი საყვარელი მომღერლის მიმართ.
ტინა ტერნერი დარწმუნებულია რომ მისი გრანდიოზული კონცერტები გაგრძელდება და იგი კვლავ გაავსებს სტადიონებს.
მომღერალი გამოტყდა, რომ სცენაზე დაბრუნება მისმა მეგობარმა, ლეგენდარულმა სოფი ლორენმა ურჩია, იტალიელმა მსახიობმა ტინა მომავალზე დააფიქრა, საქმე იმაშია, რომ ტინა ტერნერმა დიდი ხანი დაისვენა უკანასკნელი ტურნედან - 8 წელი.
2008 წლის ივნისში ტინა ტერნერმა აღნიშნა რა 61 წელი, განაცხადა, რომ მიდიოდა სცენიდან, თუმც აღუთქვა თაყვანისმცემლებს, რომ არა სამუდამოდ. აქვე მომღერალი დასძენს, რომ მოსწყინდა მომაბეზრებელი და დამქანცველი ტურნეები.
მომღერლის გამომშვიდობება იყო გრანდიოზული - 90 გამოსვლა ა.შ.შ-ში და ევროპაში. ეს გასტროლი იყო ასევე ძალიან შემოსავლიანი მომღერლისთვის, მან გამოიმუშავა 80 მილიონი დოლარი.


ასაკოვანი მომღერალი სულაც არ უჩივის წლების მატებას და დღესაც აქტიურად არის ჩართული მუსიკალურ პერფორმანსებში.იგი გრანდიოზულ ტურნეს გეგმავს დიდ ბრიტანეთში. ტურნე 2009 წლის მარტში დაიწყება და ბოლო დასკვნითი კონცერტი ლონდონში აგვისტოს თვეში გაიმართება.
ამასთანავე აღსანიშნავია, რომ რვაგზის "გრემის" მფლობელი ქალბატონი მსმენელს მხოლოდ ამ სიურპრიზს არ უმზადებს. კიდევ ერთი სიახლე მისი ავტობიოგრაფიული მიუზიკლის ეკრანებზე გამოსვლა იქნება, რომელშიც მთავარ გმირად სწორედ ტინა მოგვევლინება. გავრცელებული ინფორმაციით ფილმის პრემიერა ბროდვეის სცენაზე შედგება, სადაც მის სიტყვით გამოსვლასაც ელიან. ფილმ "simply the best" სცენარის ავტორიც თავად მომღერალია და როგორც მოსალოდნელი იყო მასში ყველა ცნობილი ჰიტი, მათ შორის "Nutbush City Limits", "Can’t Stand the Rain", "Let’s Stay Together", "Private Dancer" შევა. საგულისხმოა, რომ მიუზიკლის სიუჟეტი წლების წინ, ტინა ტერნერის ცხოვრებაზე გადაღებულ ფილმს, სახელწოდებით "whats love got to do woth it" ჰგავს.
რაც შეეხებ მომღერლის ახალ ალბომს, სახელწოდებით "tina!" გაყიდვაში ოქტომბრის პირველ რიცხვებში გამოვა და სავარაუდოდ უკანასკნელი წლების მაჩვენებლით ყველა მოსალოდნელ რეკორდსაც მოხსნის. აღსანიშნავია, რომ მსმენელს ასევე საშუალება მიეცემა შეიძინოს ტერნერის ჰიტად ქცეული სიმღერების კრებულიც, რომელშიც ორი სრულიად ახალი კომპოზიციაც შევა. "i am ready" და "it would be a crime" ახალი სიმღერების სახელწოდებებია, რამდენიმე თვის შემდეგ კი მაყურებელი ამავე სახელწოდების ვიდეორგოლებსაც იხილავს.
აღსანიშნავია,რომ ტინა ტერნერმა პოპულარობა მოიპოვა ასევე როგორც მწერალმა, მსახიობმა, მოცეკვავემ და კომპოზიტორმა. ის მსოფლიოს ყველაზე წარმატებულ ადამიანთა სიაშიც მოხვდა და როგორც აღვნიშნეთ,უკანასკნელი წლების მანძილზე ალბომების 80 მილიონიანი ტირაჟის გაყიდვა შესძლო. 2009 წელს მომღერალი 70 წლის იუბილეს აღნიშნავს, სავარაუდოდ სწორედ ამ პერიოდში დასრულდება ტერნერის გრანდიოზული ტურნე.



ტინას სიტყვებია - "მე ვიმუშავებ მაშინაც, როცა ვიქნები 90 წლისა".











სსიპ გორის 1 სკოლა
X-XI კლასი
ელენე გოგიჩაიშვილი
ეთერ დავითიძე
მარიამ ღვამიჩავა
სოსო ტვორდოხლებოვი
ანა თვალიაშვილი